ახალი ამბებისპორტი

Morning Consult: 2024 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა აშშ-ში ჩატარდეს

გამოცემა Morning Consult-ის ცნობით, 2024 წელს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი შესაძლოა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართოს.

ევროპის მმართველი საფეხბურთო ორგანიზაცია გადამწყვეტი დაპირისპირების ჩატარებას ნიუ-იორკში მდებარე ”მეტლაიფის” სტადიონზე გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის უახლოესი ოთხი ფინალი- სტამბოლში, სანქტ-პეტერბურგში, მიუნხენსა და ლონდონში შედგება.

ავტორი: ედუარდ მელოიანი

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები