ახალი ამბებიპოლიტიკა

მორიგი გაფლანგული მილიონები აჭარაში – ალამბარი – ზენითის მონაკვეთზე საავტომობილი გზის რეაბილიტაციისთვის მილიონ ექვსასი ათას ლარამდე დაიხარჯა

ოპოზიციის მტკიცებით, გზის მეორედ დაგება ბიძინა ივანშვილის ხეების გადატანის გამო გახდა საჭირო

მორიგი გაფლანგული მილიონები აჭარაში. ირკვევა, რომ ალამბარი – ზენითის მონაკვეთზე საავტომობილი გზის რეაბილიტაციისთვის მილიონ ექვსასი ათას ლარამდე დაიხარჯა, თანხები კომპანია სამკუთხედმა უხარისხო და შეუსრულებელი სამუშაოების მიუხედავად მაინც მიიღო – სკანდალურ დასკვნას აუდიტის სამსახური აქვეყნებს.
ოპოზიციის მტკიცებით, აღნიშულ მონაკვეთზე გზა ორჯერ დაიგო და მეორედ დაგება ბიძინა ივანშვილის ხეების გადატანის გამო გახდა საჭირო.

“აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან გამოიყო 2 000 000 ლარი, რომ ივანიშვილის ხეების გასატანად გაფართოებულიყო გზა, მაშინ როცა ამ გზაზე მოხდა რეაბილიტაცია და გამოყოფილი იყო 8000 ათას ლარამდე ერთი წლის შემდეგ იმისათვის, რომ გაეტანა ხეები გამოიყო თანხა და ამ თარხიდან გაიფლანგა 900 000 ლარამდე” – აცხადებსაჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ელგუჯა ბაგრატიონი ბაგრატიონი.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები