ახალი ამბებისაზოგადოება

მომიტევეთ მაგრამ “ინფორმაციული დებილიზმი“ მოდაში შემოიდა! უჭირავს ტელეფონი და გისმენს ანუ მე შენთან ვარ და თან არა… ფსიქოლოგი თემურ სამხარაძე

ბოლო პერიოდში ბევრი კვლევა ჩატარდა,შედეგები სავალალოა! საზოგადოება უფსკრულსკენ “ბედნიერი გიჟის“ როლში მოფი კაცივით  მიექანება…დაიკრგა თანა განცდის უნარი,გაცივდა თანაგრძნობის ემოციაც. პრაქტიკულად ადამიანის ფსიქიკა მოჩლუნგების ეტაპზეა იგივე გარობოტების…. მეცინიერებმა დაადგინეს, რომ ტვინს არ შეუძლია ერთდროულად მიიღოს ინფორმაცია და იფიქროს. ანუ როდესაც იღებს ინფორმაციას, ის ვერ ფიქრობს, ვერ ახერხებს გადაამუშავოს აზრები და დაალგოს ისინი შესაბამისიმნიშვნელობის მიხედვით, ვინც მუდმივად სხედან ინტერნეტში ან უყურებენ ტელევიზორს ან ერთობიან ტელეფონით, ვეღარ ფიქრობენ და დროთა განმავლობაში გადაეჩვევიან ხოლმე ფიქრს. კარგავენ ფიქრის უნარს,ანალიზს გააზრებას დ გაშიაგნებას.  აი ახლაც, ერთი და იგივეს ორორჯერ ვწერ სხვადასხვანაირად, რომ ისინი, ვინც გადაეჩვია ფიქრს, არადა სამწუხაროდ ასეთები ახლა ბევრია, როგორმე ჩაწვდნენ იმის აზრს, რასაც ვწერ.
უკვე ოფიციალურად არსებობს ტერმინი და დიაგნოზი: ინფორმაციული დებილიზმი, ანუ მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ნარკომანივით ისრუტავს ინფორმაციას და ამის გამო კარგავს ფიქრის უნარს.
შენ ხარ მათ შორის? თუ არა, დაფიქრდი ამაზე…
ასევე თანამედროვე გამოკვლევებით დადგინდა: იმისათვის, რომ ტვინი გადაერთოს ინფორმაციის მიღების რეჟიმიდან ფიქრის რეჟიმზე, საჭიროა 24 წუთი! ანუ თუ შენ ვინმეს მოსთხოვ:

-გადადე ეგ მობილური და მომისმინე! ის გადადებს მობილურს და შემოგხედავს:

– გისმენ.


ის მოგისმენს, მაგრამ ვერ გაიაზრებს რა უთხარი. მორჩები ლაპარაკს და ის უემოციოდ დაუბრუნდება თავის მობილურს. ალბად ბევრს გეცნოთ ეს სიტუაცია. ამიტომ თუ გინდა, რომ ადამიანმა მართლა მოგისმინოს, უნდა როგორმე აიძულო 24 წუთი გამოეთიშოს თავის გაჯეტებს. როგორ მოახერხებთ ამას? დაწერეთ კომენტარებში თქვენი იდეები…
თუ შენ ბევრ ინფორმაციას იღებ შეუსვენებლად, არა აქვს მნიშვნელობა ეს დებილური კლიპებია თუ ფილოსოფიური ტრაქტატები, თუ არ შეისვენე და ტვინს არ მიეცი საშუალება გადახარშოს, დაატრიალოს ეს ინფორმაცია რამდენჯერმე თავში, ტვინი ვერ ითვისებს ამ ინფორმაციას და სწრაფად ივიწყებს.
აგრეთვე სწრაფად ივიწყებს მიღებულ ინფორმაციას ტვინი მაშინ, თუ ის არაა დარწმუნებული იმაში, რომ მას ეს ინფორმაცია მომავალში რეალურად გამოადგება. ესაა თანამედროვე განათლების სისტემის მთავარი მანკიერება: მოსწავლეები და სტუდენტები სწავლობენ, იზეპირებენ, აბარებენ გამოცდებს და გამოცდების მერე პირწმინდად ავიწყდებათ ის, რაც თუნდაც უმაღლესი შეფასებით ჩააბარეს. ისინი იღებენ ატესტატებს, დიპლომებს, მაგრამ რჩებიან უვიცებად.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები