ახალი ამბებისპორტი

მოლდოვის ნაკრებს თურქი უთავკაცებს

მოლდოვის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად ენგინ ფირატი დაინიშნა. ამ ინფორმაციას მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

49 წლის თურქმა სპეციალისტმა აღნიშნულ თანამდებობაზე სემიონ ალტმანი შეცვალა. ენგინ ფირატი მანამდე სხვადასხვა თურქულ და გერმანულ კლუბს ავარჯიშებდა და ასევე ასისტენტის სტატუსითაც მუშაობდა. 2008-2009 წლებში კი ირანის ეროვნული გუნდის თავკაც ალი დაეის ასისტენტად გვევლინებოდა.

ავტორი: ედუარდ მელოიანი

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები