ახალი ამბებიპოლიტიკა

მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და თანმიმდევრული მიდგომებით შეძლებს საქართველო, მიაღწიოს მშვიდობასა და სტაბილურობას

მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და თანმიმდევრული მიდგომებით შეძლებს
საქართველო, მიაღწიოს მშვიდობასა და სტაბილურობას – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მამუკა ბახტაძე ვიზიტით ლიტვაში იმყოფება. შეხვედრების შემდეგ საქართველოს ლიეტვუას პრემიერებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

მამუკა ბახტაძემ ლიეტუვას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანსა და გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, სადაც პრემიერის განცხადებით, საქარველოს უპრეცედენტო დინამიკა გვაქვს.

“ჩვენ ვქმნით ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ფორმატებს,რომლებიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მეტ იმპულსს მისცემს და ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურ თავსებადობას ევროკავშირთან, რაც მეტი ინტეგრაციის პერსპექტივებს გაუხსნის ჩვენს ქვეყანას. სწორედ ამას ემსახურება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს. 2019 წელი განსაკუთრებულია – ვზეიმობთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე ჩვენ აღვნიშნეთ ალიანსში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ჩვენი ქვეყნის წარმატებული დემოკრატიული ტრანსფორმაცია და ნატოსთან უპრეცედენტო პრაქტიკული თანამშრომლობის დონე, ასევე აღინიშნა, რომ
საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოს სრულფასოვანი
წევრობისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ლიეტუვის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, აგრეთვე იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისკენ,”-განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განხილულ იქნა რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ანექსიისკენ
გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგები.

“ჩვენ ვისაუბრეთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაუარესებულ უსაფრთხოების
მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებების მუდმივ ხელყოფასა და არსებულ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე. ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უდიდესი მხარდაჭერა მიიღო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში. მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და თანმიმდევრული მიდგომებით შეძლებს საქართველო, მიაღწიოს მშვიდობასა და სტაბილურობას,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

ასევე იხილეთ

Close