ახალი ამბებისაზოგადოება

მხოლოდ 24 წლისაა ჩემი შვილი, ლაპარაკი აღარ შეუძლია და ტუჩის მოძრაობით შველას გვთხოვს

❗ განა ცოტაა ამ ქვეყნად გამწარებული დედა?! განა რამდენი უბედურება უნდა დაიტიოს ჩვენმა ქვეყანამ?!
” მხოლოდ 24 წლისაა ჩემი შვილი, ლაპარაკი აღარ შეუძლია და ტუჩის მოძრაობით შველას გვთხოვს”
➡❗ გ ა ა ზ ი ა რ ე #ლიკასთვის ➡www.pondi.ge

მხოლოდ 24 წლისაა ჩემი შვილი, ლაპარაკი აღარ შეუძლია და ტუჩის მოძრაობით შველას გვთხოვს

❗ ინფექციურის კიბეები სწრაფად ავირბინეთ, თითქოს ჩვენი მისვლით რაღაც დიდი საქმე კეთდებოდა…

რეანიმაციის საწოლზე, თეთრი, ფარფატა სხეული უმოძრაოდ ეფინა, ოცმა დღემ რომ გადაწყვიტა ამ ხალისიანი გოგოს ბედი…

ყველაფერი მუცლის ტკივილით დაიწყო, 10 დღე ლეჩკომბინატის საავადმყოფოში გასტრიტის დიაგნოზით მკურნალობდნენ, ლიკა გაუსაძლის ტკივილებს უძლებდა მაგრამ გამოწერეს, კარგად ხარო შთააგონეს…

გამოწერიდან მეორე დღეს ლიკა დამძიმდა და სასწრაფოდ გადაიყვანეს მიხაილოვის საავადმყოფოში, სადაც დიაგნოზი მწვავე პოლინეიროპათია დაისვა… გადაამისამართეს ინფექციურში, მძიმეაო და რეანიმაცია სჭირდებაო…

20 დღე ლიკას სიცოცხლისკენ არცერთი ნაბიჯი არ გადმოუდგამს, მხოლოდ სიცოცხლით სავსე თვალები შერჩა… დაავადებამ წაართვა ხელ-ფეხი, მეტყველების უნარი.

ლიკა მხოლოდ ტუჩის მოძრაობით აგებინებს დედას და თავის დას სიტყვებს… შევხედე თუ არა ტუჩები გაამოძრავა _
“რაო რას ამბობს?” ვკითხე ლიკას დას, რომელიც ცდილობდა ლიკასთვის გაეღიმა და სიცოცხლის სტიმული მიეცა…
“მიშველეთო, ამას იმეორებს მხოლოდ” _ მიპასუხა ლიკას დამ და მაშინ დავფიქრდი რომ მეც მასავით ლიკა მქვია და მეც მისი ტოლი ვარ. ჩემი თანატოლი გოგო ჩემში ხედავს იმედს და აბა მე განა არ შემიძლია ამ გოგოსთვის ვიბრძოლო?!

ლიკას სიცოცხლეს ყოველი წუთი წყვეტს, ეხლა ვიდრე მე ამ წერილს ვწერ, პარალელურად ლიკას ბედი წყდება…

და როცა მე ვიდეო ჩართვაში ამ გოგოს ამბავი თავენამდე მომქონდა, რეანიმაციის კარი გაიღო და სიტყვაც გაწყდა ❗❗

“დატოვეთ რეანიმაცია, თქვენ ვინ მოგცათ ამის გადაღების უფლება?! ”

ვიდეო ჩართვა გავთიშეთ და დავიტოვეთ იმედი რომ ლიკას გაცნობა თქვენთვის მაინც მოვასწარი…

დედების ფონდის თქვენი ლიკუნა წიქარიშვილი
ვიბრძვით ჩემი სეხნია #ლიკასთვის

www.pondi.ge ჩვენი დონაციის საიტი და უმარტივესი გადახდის მეთოდი სახლიდან გაუსვლელად, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ( VISA, MASTERCARD💳).

საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები :დედების ფონდი
🔘საქართველოს ბანკი
#GE46BG0000000689979800
🔘თიბისი ბანკი:
#GE17TB7174136080100007
🔘ხალიკ ბანკი:
#GE08HB0000000000473608
🔘ლიბერთი ბანკი
#GE22LB0115121073654001
🔘ტერა ბანკი
GE61KS0000000360801210
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან
1 ლარი📱0901700483

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები