ახალი ამბებიპოლიტიკა

“მიუღებელია საზოგადოებაში არსებული კითხვებზე პირდაპირი პასუხის გაცემის გვერდის ავლის მცდელობა”- უმრავლესობის დეპუტატი მმართველ გუნდს დაუპირისპირდა?

უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, აუცილებელია 20-21 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკაშირებით მთავრობის სხდომის პროტოკოლები გასაჯაროვდეს.

“მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს. ჩემთვის მიუღებელია საზოგადოებაში არსებული კითხვებზე პირდაპირი პასუხის გაცემის გვერდის ავლის მცდელობა.

როგორც წესი, ყველა ხელისუფლებას გადაწყვეტილებების მიღების წესი (რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიტუაციების მართვის ჩათვლით), ისახება მთავრობის სხდომის პროტოკოლებში. აქედან გამოდინარე, საზოგადოებას აქვს უფლება, მოითხოვოს ამ პროტოკოლების გასაჯაროვება. სხვა დანარჩენ შემთხვევაში დარღვეულია სახელმწიფო მმართველობის ყველა ის პრინციპი, რომელიც სახელმწიფოს ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.“- წერს შალელაშვილი.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები