ახალი ამბები

„მინისტრი საქმეს არ გამოიძიებს, რადგან გიორგი გახარიას საკმარისი გამბედაობა არ აქვს”-ლევან გოგიჩაიშვილი

რამდენიმე თვის წინ პოლიტიკოსის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა, თუმცა საქმე ამ დრომდე არ არის გამოძიებული.
ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობის იმ სხდომას იხსენებს, სადაც მან ამ საკითხის განხილვა მოინდომა, თუმცა ირაკლი კობახიძისგან უარი მიიღო.
„პარლამენტის თავმჯდომარეს, იქ რამდენიმე ვიცე-სპიკერს და უმრავლესობის ლიდერებს, დაემართათ ისტერიკა, რომ არ გვინდა ახლა ამ საკითხის განხილვა, ისედაც მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ სასამართლოზეო, – ეს იყო პასუხი. “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები აცხადებენ, რომ მმართვალ გუნდს ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმის გამოძიება არ სურს. დარწმუნებული ვარ, რომ გახარია ამის გამომძიებელი არ არის, არც გამოიძიებს, იმიტომ, რომ თვითონაც კარგად იცის, რასთან არის საქმე და როგორ არის საქმე. მას არ ეყოფა გამბედაობა, რომ დაუპირისპირდეს გამავრცელებლებს, რომლის შესახებ შესაძლოა, მან ინფორმაცია იცოდეს,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები