ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი რომში მხარდამჭერებს ხვდება

ლიეჟის შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს რომში ხვდება, შეხვედრა მოძრაობა „ერთად სახლში“ ორგანიზებით რესპუბლიკის მოედანზე, ერთ-ერთ სასტუმროში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. ემიგრანტთა ნაწილი რეგისტრაციის გავლის მიუხედავად სასტუმროში არ შეუშვეს, ისინი ამბობენ რომ მათ განსხვავებული პოზიცია აქვთ და ამ პოზიციის დასაფიქსირებლად მივიდნენ. შეხვედრაზე არ შეუშვეს ასევე აკრედიტირებული ჟურნალისტებიც. ლიეჟში მომხდარი ინციდენტის გამო, რომში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მათ აქციის მონაწილეები სასტუმროსთან არ გააჩერეს და შენობის მოშორებით გადაადგილებისკენ მოუწოდეს.

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები