ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი ახალი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით იმუქრება

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა ახალი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება  დააანონსა. ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, პროკურატურის გავრცელებულ ჩანაწერში ციხეში მყოფი პირები არიან ჩაწერილი, ხოლო „ციხეში მყოფ ადამიანს რასაც გინდა, იმას ჩააწერინებ“.

„ამ დადგმაში როგორ არის კუდის ვიღაც ორი თანამშრომელი ამბობს, სააკაშვილი ამბობსო. 2007-ში კუდის ორი თანამშრომელი გვარით არასოდეს მახსენებდა, რაც უნდა მომხდარიყო იტყოდნენ – პირველმა, პრეზიდენტმა, სააკაშვილმა? ვინც მუშაობდა სისტემაში ეს ხომ კარგად იცის, გარდა იმისა, რომ ასეთ დავალებებს არ იღებდნენ, რა თქმა უნდა.

სრულ აგონიაში არიან. სულ ვფიქრობდი, რომ ეს საოცრება სასწაული ზურაბიშვილი როგორ დააყენა კანდიდატად, ამან როგორ უნდა გაიმარჯვოს. თურმე, ივანიშვილს თავისი იაფფასიანი, ბებიის სკივრიდან ამოღებული ტრიუკების იმედი ჰქონდა. ეს ხალხი, ვინც ალბათ ჩაწერეს ამ ორიოდე დღის წინ. იციან, კიდევ სხვა ჩანაწერები მოდის, ყველა ზის ციხეში. იქ, სადაც ბიზნესმენები დაჰყავთ სარდაფში, ციხეში მყოფ ადამიანს რასაც გინდა, იმას ჩააწერინებ. მთავრდება ყველაფერი 28-ში, ივანიშვილის ბოგინი, სიცრუის ტყუილების განუვითარებლობის, გაღატაკების ქურდობის ეპოქა მთავრდება, ბანდიტიზმის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები