ახალი ამბებისაზოგადოება

მგზავრთა საყურადღებოდ – თბილისში ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა დღეიდან 20 ლარამდე გაიზარდა

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილების თანახმად, დღეიდან თბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე სანქციები გაიზარდა, მგზავრი დარღვევისთვის ხუთი ლარის ნაცვლად 20 ლარით დაჯარიმდება.

რაც შეეხება საურავს, რომელიც 30 დღის განმავლობაში ჯარიმის გადაუხდელობისთვის მოქმედებს – ის შემცირდა და 50 ლარის ნაცვლად 40 ლარი გახდა.

მგზავრი ვალდებულია, ბილეთი მგზავრობის დაწყებისთანავე აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტროლიორის მიერ მგზავრობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დაჯარიმდეს.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები