ახალი ამბები

მეუფე ნიკოლოზმა ვანო მერაბიშვილი მოინახულა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მისმა მოძღვარმა, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.

„ძალიან შევშფოთდი. ხშირად დავდივარ ვანოსთან, რამდენიმე წელია და წუწუნი ან ჯანმრთელობაზე ლაპარაკი მას საერთოდ არ სჩვევია. მე რაც გუშინ მოვისმინე, ფაქტობრივად ყველაფერი გაიმეორა და დაადასტურა. თქვა, რომ ნამდვილად ასეა. თვალს რაც შეეხება, ნამდვილად ჩაწეული აქვს. გუშინ გადაჭარბებულად კი თქვეს, ვერ იცნობო. იცნობ ნამდვილად, მაგრამ თვალი ჩაწეული აქვს. მარჯვენა თვალი აქვს უკან ჩაწეული. თავად თქვა, არ ვიცი ეს ჰორნერის სინდრომი რას ნიშნავსო“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი თქმით, თვეზე მეტია, იკვლევენ ვანო მერაბიშვილის მდგომარეობას და ზუსტად ვერ დაუდგინეს დიაგნოზი.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები