ახალი ამბებისაზოგადოებასამართალი

მეტროში ახალგაზრდებზე თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

„რუსთაველის“ მეტროში რამდენიმე ადამიანი ორ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა

„საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ.

მოგვიანებით, ახალგაზრდებს მეტროს გასასვლელში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ინციდენტზე გამოძიება ხულიგნობისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ხულიგნობას გულისხმობს, ასევე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, რაც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები