ახალი ამბებიბიზნესიეკონომიკამსოფლიოპოლიტიკა

მერკელი და მაკრონი პესიმისტურად არიან განწყობილნი ბრექსიტის მიმართ

ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი შეხვდნენ ტერეზა მეის ბრექსიტის ეკონომიკური შედეგების განსახილველად.

ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებს დაუთმო 10 წუთიანი სიტყვა რომელშიც კრიზისის გადაჭრის გზებზე უნდოდათ საუბარი თუმცა, მნიშვნელოვან შედეგამდე შეხვედრა ვერ მივიდა.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა ევროკავშირის ინტერესების დაცვა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან გათვლებში. ბრექსიტმა საერთო ბაზრის არსებობა რისკის ქვეშ არ უნდა დააყენოს” – განაცხადა მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის წევრებს დარჩნენ ერთიანნი ბრექსიტის საფრთხეების წინაშე, და მოუწოდა ბრიტანეთს სასწრაფოდ მოაგვაროს ირლანდიის საზღვრების პრობლემები.

საფრანგეთი დიდი ხანია მოუწოდებს ბრიტანეთს გონივრული პოლიტიკისკენ და ამბობს რომ, ბრექსიტი მხოლოდ საზიანო იქნება საერთო ინტერესებისათვის. გერმანიას აქამდე ძალიან მკაცრი განცხადებები არ გაუკეთებია თუმცა, ანგელა მერკელმაც აღარ დამალა პროცესის მიმდინარეობის მიმართ უკმაყოფილება.

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები