ახალი ამბები

მეფე პოლიციის კიბეებზე ავიდა

ცოტა ხნის წინ პოლიციის განყოფილება დავით ბაგრატიონმა დატოვა. გრუზინსკებისა და მუხრანელების დავა ამჯერად ოჯახური ძალადობის საფუძველზე გრძელდება. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გამოკითხვაზე დღეს მოწმის სტატუსით იმყოფებოდა.
როგორც მისი უფლებადამცველი ამბობს, დავით ბაგრატიონ მუხრანელმა, გამოძიების ყველა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. ლევან მახარაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოძალადე არ არის და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ბრალდებები უსაფუძვლოა.
„მიზანმიმართული კამპანია, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დისკრედიტაცია. უახლოეს თვეებში მოლოდინი გვაქვს, რომ დასრულდება და გამოძიებავე დაადასტურებს, ექსპერტიზის დასკვნის გაანალიზებით, რომ ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე. გაურკვეველია პირველი, ექსპერტიზას რატომ მიმართა 5 დღის შემდეგ, გაურკვეველია, ექსპერტიზის დასკვნა რატომ გახდა საჯარო 5 წლის შემდეგ, ვინაიდან, ექსპერტიზის დასკვნაში საუბარი არ გახლავთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებზე, შესაბამისად, წარმოიდგინეთ, ნებისმიერ პირს, შეუძლია მიმართოს ნებისმიერ დროს ნებისმიერ საექსპერტო დაწესებულებას და განაცხადოს, რომ ოდესღაც ის ვიღაცამ დააზიანა“ – აცხადებს ლევან მახარაშვილი.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა, პოლიციის განყოფილება ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები