ახალი ამბები

„მელიას დაკავებით ოცნება ცდილობს სააკაშვილთან მიდენოს სრულიად ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალები“ – დავით უსუფაშვილი

“შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი მზად არის პროპორციულ არჩევნებთან დაკაშირებით მოლაპარაკებებში ჩაერთოს.
„მშვიდ ვითარებაში ჩატარებული პროპორციული არჩევნებით ივანიშვილი კარგავს ერთპიროვნულ ძალაუფლებას, ხოლო სააკაშვილი მას ვერ მოიპოვებს.
შესაბამისად, მელიას დაკავებით ოცნება ცდილობს სააკაშვილთან მიდენოს სრულიად ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები.
ვაცხადებ, რომ მე და ჩემი კოლეგები შენების მოძრაობიდან ვართ საქართველოს მოქალაქეების ის ნაწილი, რომლებსაც ვერც ერთი მათგანი ვერ დაგვაშანტაჟებს და ვერ აგვაცდენს ქვეყნის შენების სწორ გზას. არც მიშას მოვერიდები, როცა ბიძინასთან პროპორციულ არჩევნებზე ვილაპარაკებ და არც ბიძინას მოვერიდები, როდესაც აქციის დამრბევთა დასჯას მოვითხოვ ნაცმოძრაობასთან ერთად; არც მიშას მოვერიდები, როდესაც პარლამენტში შეჭრის მცდელობას დავგმობ და არც ბიძინას მოვერიდები, როდესაც მელიას დაკავების მცდელობას პოლიტიკურ მზაკვრობას დავარქმევ“. – განაცხადა ბატონმა დავით უსუფაშვილმა ბრიფინგზე.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები