ახალი ამბებიმედიცინა

მედიცინა ბევრად აღმატებულია, ვიდრე…

არჩევანი პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და პოპულაციას შორის

-არჩევანი პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და პოპულაციას შორის

მაია ცომაიას ბლოგი

-დიდი შეცდომაა ექიმების მხრიდან მედია საშუალებებით არა მარტო კორონავირუსზე, არამედ ნებისმიერ დაავადებაზე მკურნალობის სქემების დეტალური აღწერა, მედიკამენტების საჯაროდ დასახელება და მათი ავკარგიანობის განსაზღვრა! ექიმებმა იმსჯელეთ, გააზიარეთ გამოცდილება და სიახლეები “ჯგუფებში” (თუ არ არსებობს, შექმენით) და არა ასე საჯაროდ – უკონტროლოდ!

-ჯანსაღი დისკუსია, კამათი, აზრთა და გამოცდილების გაცვლა-გამოცვლა არ ნიშნავს, რომ რომელიმე თქვენგანმა თავს მოგვახვიოს პოლიტიკური შეხედულებები. მედიცინა ბევრად აღმატებულია, ვიდრე ის თემები, რომლისთვისაც ასე ირჯებით! მსმენელი არაა ვალდებული ისმინოს მისთვის არასაჭირო და უსასარგებლო ინფორმაცია! მოგვაწოდეთ მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი რჩევები და რეკომენდაციები!

-კატეგორიულად მიუღებელია ექიმების, განსხვავებული აზრის გამო, პარტიული ნიშნით დაყოფა! საჯაროდ სოციალურ ქსელებითა თუ ტელემედიით მათ შორის პაექრობის მოსმენა მკურნალობის სქემებსა თუ მეთოდიკაზე უსიამოვნოა! არსებული “გაუსაძლისი შეზღუდვების ” ფონზე “არასამედიცინო საზოგადოებას” ისედაც უჭირს უამრავი ინფორმაციიდან სინამდვილის გარჩევა!

-გამონახეთ სხვა სამსჯელობო და საკამათო სივრცე, სადაც გექნებათ თქვენი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. აზრთა სხვადასხვაობაში იქნებ სასარგებლო დასკვაც დაგედოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ მიაწოდოთ კარგად აწონ-დაწონილი და გააზრებული ინფორმაციია საზოგადოებას, რადგან მსგავსი კონსტრუქციული ქმედების შედაგად ისინი ჩავთვლიან, რომ თქვენთვის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის პრიორიტეტული.

პს. გააკეთეთ არჩევანი პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და პოპულაციას შორის.

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები