ახალი ამბები

მეან გინეკოლოგი ირაკლი მერკვილაძე თავისუფალია!

2 წლის წინ ცნობილი ექიმი მკვლელად გამოაცხადეს

ქუთაისელი მეან გინეკოლოგი ირაკლი მერკვილაძე თავისუფალია

მაია ცომაიას ბლოგი

დღეს, 24 იანვარს, პატიმრობაში მყოფი 34 წლის გამოცდილების მქონე ცნობილი ქუთაისელი მეან გინეკოლოგი ირაკლი მერკვილაძე თავისუფალია!
ვუერთდები ოჯახის სიხარულს!
 
მე ვარ ის ჟურნალისტი, რომელმაც საფუძვლიანად შევისწავლე ქუთაისელი მეან-გინეკოლოგის ირაკლი მერკვილაძის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები. მრავალი გადაცემათა ციკლი  მაია ცომაიას საავტორო გადაცემა “პაციენტის დრო” თუ პუბლიკაცია Gmtv.ge -ზე მივუძღვენი
                                                  “ირაკლი მერკვილაძის” საქმეს!
შეგახსენებთ 34 წლის გამოცდილების მქონე ცნობილი მეან გინეკოლოგი მკვლელად გამოაცხადეს 22 წლის, ვიოლეტა მატინოვას საკეისრო კვეთის შემდეგ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
 
იმ ფაქტებიდან და დეტალებიდან გამომდინარე რაც ძიების საქმეშია, არსად არ იკვეთებოდა ექიმის უყურადღებობა, არც ადამიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობა. პაციენტს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა და გაეწერა კლინიკიდან სრულიად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. შემდგომი პერიოდის გართულება უამრავ ფაქტორთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, მოგეხსენებათ მელოგინეს თავისებური მოვლა და გარემო ესაჭიროება, თან ზამთრის პერიოდში (იანვრის თვეში).
 
გართულების შემთხვევაშიც კი პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს მის მკურნალ ექიმს, დაადგინოს მიზეზი და ჩაიტაროს შესაბამისი მკურნალობა. პაციენტი, რომელიც თვითნებურად ტოვებს სტაციონალს, ექიმის ნებართვის გარეშე ფაქტიურად იპარება, რა ქნას ექიმმა, სახლში მიაკითხოს და უკან დააბრუნოს? მოგეხსენებათ, ოთხი სასწრაფო ბრიგადის გამოძახების და მათ მიერ ნებისმიერ სამედიცინო ცენტრში გადაყვანის მოთხოვნის მიუხედავად პაციენტი და მისი დედა კატეგორიულად წინააღმდეგი იყვნენ. ჩავწერე სასწრაფო დახმარების ექიმებიც, რომლებმაც დაადასტურეს საქმეში არსებული ჩვენებები, დაწვრილებით გვიამბეს, როგორ არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას ჰოსპიტალიზაციაზე პაციენტი და მისი ოჯახის წევრები, აღწერეს ასევე მელოგინისთვის სრულიად შეუფერებელი გარემო-პირობები.
 
აღნიშნეს ისიც, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის კატეგორიულ უარი არ ეთქვათ საავადმყოფოში გადაყვანაზე, პაციენტი შეიძლებოდა გადარჩენილიყო.
 
დარგის წამყვან სპეციალისტებთან, იურისტებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან, სასწრაფოს ექიმებთან ინტერვიუებმა ნათლად ცხადყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენის კანონიერების მიმართ უნდობლობა!
საქმეში არსებული ბევრი კითხვის ნიშნის არსებობა იწვევდა საფუძვლიან და გონივრულ ეჭვს, პირველ რიგში „ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაციენტის გვამიდან აღებულ სისხლსა და შინაგან ორგანოებში აღმოჩენილი ფსიქოტროპული ნივთიერება “ფენობარბიტალი“
1.საიდან აღმოჩნდა მთელ ორგანიზმში ეს პრეპარატი?
2.რა დოზით იყო ეს პრეპარატი ორგანიზმში?
3. რატომ არ მიუთითა ექსპერტმა ამ ნივთიერების რაოდენობაზე, მაშინ როცა გამომძიებელი პირდაპირ ავალებდა ყველა იმ ნივთიერების მითითებას, რომელსაც შეეძლო გამოეწვია სასიკვდილო შედეგი. ეს კითხვებია, რომელზეც პასუხები დღემდე არ გააჩნია გამოძიებას.
კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები