ახალი ამბები

„მე ვთვლი, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ მე არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხრიდან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 ივნისს კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ აქტივისტების გამართულ აქციასა და იქვე შეკრებილ ჰომოფობიურ კონტრაქციას გამოეხმაურა. ზურაბიშვილის თქმით, ის „ყველას პრეზიდენტია“, თუმცა არც ერთი მხრისგან არ ეთანხმება დაპირისპირების პროვოცირებას და მისი აზრით, არ გვჭირდება „დაკოპირებული ახალი დაპირისპირებები“.

„მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მიუხედავად მათი რელიგიური მიმართულებისა და სექსუალური ორიენტაციისა. ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა და მე ვთვლი, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ მე არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხრიდან. ამ ქვეყანას ეყოფა თავისი დაპირისპირებებიც, რაც სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე აქვს. არ გვჭირდება გარედან მოტანილი, დაკოპირებული ახალი დაპირისპირებები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები