ახალი ამბებივიდეოპოლიტიკა

“მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია”- ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ ბრალი წაუყენონ (ვიდეო)

„რუსთავი2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. გვარამია არ გამორიცხავს, რომ მას ბრალი წაუყენონ.
„რასაც მკითხავენ იმას ვუპასუხებ, თან რაც მახსოვს იმას, იმიტომ, რომ არის საუბარი 2025 წელზე, ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაზე. როგორც იცით ყველა კომპანიაში არის ფინანსური ხელმძღვანელობის საქმე.

რაც მახსოვს ყველაფერზე ვიტყვი, ავხსნი. პრობლემა არ მაქვს. მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. ისე რომ მჭირდებოდეს იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო. თან ძალიან კარგი იურისტი ვარ შეგახსენებთ. მით უმეტეს უდანაშაულობის შემთხვევაში არანაირ კვალებს არ ვტოვებ,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ გამოძიება სამაუწყებლო კომპანიის 9 პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. გვარამიას დიდი ოდენობით თანხის მითვისებას, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გვარამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას, “რუსთავი2”-ის ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალიაც ითხოვს.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები