ახალი ამბებიპოლიტიკა

„მე ვარ დამნაშავე, რომ დღეს ისევ მეორდება ასეთი საშინელებები და სისხლიანი ღამეები“

მე ვარ დამნაშავე, რომ დღეს ისევ მეორდება ასეთი საშინელებები და სისხლიანი ღამეები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ყოფილმა პირველმა ლედიმ სიტყვით გამოსვლისას რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ძალიან ღელავს და რომ ეს გამოსვლა მისთვის ემოციურად ძალიან რთულია.

„მინდოდა პირველს მომემართა თქვენთვის სიტყვით, მაგრამ ვერ გავბედე. ვერ გავბედე იმიტომ, რომ ვერ დაგიცავით. ახალგაზრდები ვერ დავიცავი იმ სისხლიან ღამეს. მინდოდა ერთ-ერთი მე ვყოფილიყავი, ოღონდ ნუ იქნებოდა ის გოგო, რომელმაც თვალი დაკარგა, ოღონდ ნუ იქნებოდნენ სხვები. მე გელაპარაკებით თქვენ, როგორც ერთ-ერთი მშობელი, როგორც იმ გოგოს დედა, რომელმაც თვალი დაკარგა. მე გელაპარაკებით თქვენ, როგორც თქვენი თანამოქალაქე. მე ვარ დამნაშავე, რომ დღეს ისევ მეორდება ასეთი საშინელებები და სისხლიანი ღამეები. არ უნდ ამომხდარიყო ასეთი რაღაც იმიტომ, რომ ჩვენ ვიბრძოლეთ ამისთვის, რათა ახალი რეალობა შეგვექმნა იმ ახალი თაობისთვის, რომელმაც შვილიშვილები, მათი შვილები უნდა გაზარდონ. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. მეტირება და ძალიან ვდარდობ იმაზე, რომ იმ ღამეს თქვენ გვერდით არ ვიყავი,“ – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები