ახალი ამბებიპოლიტიკა

“მასიურად ემზადებიან დიდი სპეცოპერაციისთვის” – ზუგდიდში წინასაარჩევნოდ ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით სანდრა რულოვსი დიპლომატებს ხვდება

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციისა და “ევროპული საქართველოს” წევრები დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.

შეხვედრას ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატიც ესწრება. სანდრა რულოვსმა დიპლომატებს გუშინ განხორციელებული ძალადობის ამსახველი კადრები პირადად წარუდგინა.

„ზუგდიდში ძალიან დაიძაბა სიტუაცია, თქვენ თვითონ ნახეთ რა ხდებოდა გუშინ საღამოს, მაგრამ ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით საელჩოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დღეს. ყოველ ნაბიჯზე პროვოკაციები გვაქვს, ზონდერები დაგვდევენ არის დედის გინება, უხეში ქცევა, გუშინ ფიზიკურზეც გადავიდნენ, ამის დამადასტურებელი ვიზუალური მასალაც გვაქვს, როგორც ჩანს მასიურად ემზადებიან დიდი სპეცოპერაციისთვის. ჩვენ ვითხოვთ ზუგდიდის ცესკო-ს თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომას. იმიტომ რომ ძალიან უხეშად დაირღვა, რომ არჩევნებამდე 5 დღით ადრე სამაგიდო სიები იყო გადაცემული საუბნო კომისიებისთვის. ეს რა თქმა უნდა, უნდა იყოს დალუქული, უნდა იყოს ბოლო წუთში გადაცემული და ეს სიები არ უნდა იყოს იმის ბერკეტი, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლა მოახდინონ.“- განაცხადა სანდრა რულოვსმა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები