ახალი ამბებითემურ სამხარაძე

მარნეულში ბაირამობას აღნიშნავენ:თ.სამხარაძე

 საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ახალ წელს და გაზაფხულის შემოსვლას აღნიშნავენ. მათთვის ეს განსაკუთრებული დღეა და შესაბამისი წესით ხვდებიან.სხვადასხვა სახის ტრადიცია 4 დღის განმავლობაში გრძელდება და  ამ დღესთან დაკავშირებით მარნეულის ცენტრში სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული აქტივობა ეწყობა, მათ შორის გამოფენა და კონცერტი ადგილობრივების მონაწილეობით.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულით ისინი გაზაფხულის დადგომას და ახალი ცხოვრების დაწყებას აღნიშნავენ.

ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად 2010 წელს გამოცხადდა.

თემურ სამხარაძე მარნეულიდან

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები