ახალი ამბები

მარიამ ქობულაძე ბენედიქტე მაღლაკელიძის სახელობის სტიპენდიანტია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე

თსსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტს- მარიამ ქობულაძეს გადაეცა ბენედიქტე მაღლაკელიძის სახელობის სტიპენდია

მაია ცომაიას ბლოგი

 

 

30 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში გაიმართა მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა, რომელიც გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა. 

სხდომაზე მედიცინის ფაკულტეტის მე-5 კურსის წარმატებულ სტუდენტს – მარიამ ქობულაძეს გადაეცა ბენედიქტე მაღლაკელიძის სახელობის სტიპენდია.

გამოჩენილი ქართველი ექიმის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, უნიკალური პრეპარატის, კამელინის შემქმნელის – ბენედიქტე მაღლაკელიძის სახელობის სტიპენდია უკვე 4 წელია დაწესდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე და უკვე რიგით მეოთხე სტიპენდიანტი ჰყავს!

განუზომლად დიდია ბენედიქტე მაღლაკელიძის ღვაწლი ქართული სამედიცინო მეცნიერების განვითარების საქმეში. 3 წლის წინ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარის – ირაკლი ფავლენიშვილის ინიციატივით, ბენედიქტე მაღლაკელიძის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა დედაქალაქის საკრებულოში. საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი მიენიჭა.

ქართველმა ერმა, მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად, ბენედიქტე მაღლაკელიძე შეიყვანა ყველა დროის უდიდეს ქართველთა საპატიო ასეულში.

 ბენედიქტე მაღლაკელიძე დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები