ახალი ამბებიპოლიტიკა

მარგველაშვილი: სწორი იქნებოდა პრემიერად ივანიშვილის დანიშვნა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრად ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას მიესალმება. ამის შესახებ მან „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე, სტუდენტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ჯერ კიდევ თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილის წასვლისას თქვა, რომ სწორი და ადეკვატური იქნება პრემიერად პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დანიშვნა.

„ჩვენთან, ჩვენს პარტნიორებს არაერთხელ დაუსვმათ კითხვა „რა სახელმწიფო მოწყობა გაქვთ?“. მათ იციან მონარქიები, კონსტიტუციური მონარქიები, საპარლამენტო და საპრეზიდენტო რესპუბლიკები, იციან ფედერალური მოწყობა. ბუნებრივია ჩნდება კითხვის ნიშნები საქართველოს მიმართ, ჯერ ასეთი სახელწოდება ამ სისტემისთვის არ არის მოგონილი.

აქედან გამომდინარე, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი წავიდა ვთქვი, რომ ძალიან სწორი იქნებოდა ქვეყნის პრემიერმინისტრად ბიძინა ივანიშვილის დანიშვნა“, – განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოებისთვისაც და ქვეყნის პარტნიორებისთვისაც ბევრი რამ გასაგები იქნება.

წყარო: imedinews.ge

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები