ახალი ამბებიპოლიტიკა

მარგველაშვილი ბახტაძეს სთავაზობს, უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომა პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართოს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართავს, უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომა მოიწვიოს, სადაც პრეზიდენტის მონაწილეობით სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხები იქნება განხილული. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

„გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან, საქართველოს მთავრობასთან ვითათბიროთ ვითარების სწორი შეფასებისა და შესაბამისი ზომების გატარების თვალსაზრისით. შესაბამისად, ვიყენებ ჩემ კონსტიტუციურ უფლებას და მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერმინისტრს უახლოეს დღეებში მოიწვიოს მთავრობის სხდომა, სადაც მე სწორედ ამ საკითხების ანალიზის ანუ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხით გავმართავ მათთან შეხვედრას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები