ახალი ამბებისაზოგადოება

“მანქანა ჰაერში მიფრინავდა, გადატრიალდა, ცეცხლი წაეკიდა” – კახათში, ავარიისას დაშავებული ერთი მოსწავლე მართვით სუნთქვაზეა, მეორეს კი ოპერაცია უტარდება

სოფელ კახათში, ავარიისას დაშავებული მოსწავლეები, ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან, მათ ბოლო ზარი ჰქონდათ. ავარიის დეტალებზე თვითმხილველი საუბრობს და აცხადებს, რომ მანქანას მომხდარის შედეგად ცეცხლი მოედო.
“როდესაც შევხედე, მანქანა ჰაერში მიფრინავდა, გადატრიალდა, ცეცხლი წაეკიდა ჩვენ წყალი წამოვიღეთ და ჩავაქრეთ ცეცხლი ” – აცხადებს თვითმხილველი.
ექიმის თქმით, საავადმყოფოში ავარიის შედეგად დაშავებული რვა ადამიანი შეიყვანეს, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

“ერთი მოსწავლე გადაყვანილია რეანიმაციაში და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შემოყვანილია 8 მოზარდი ერთი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მძიმეა მისი მდგომარეობა. კვლევები შედეგად დადასტურდა ჰემატომა და ფილტვების დაჟეჟილობა, მეორე პაციენტი კი ნუცლის ღრულ დაზიანებით გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში. დანარჩების მდგომარეობა სტაბილურია და უტარდებათ კვლევები.” – აცხადებს “ემერჯენსის” განყოფილების უფროსი მაია ესებუა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები