ახალი ამბები
მამუკა კუჭავა პერსონა-2019 ტიტულს მიიღებს

პერსონა 2019
მაია ცომაიას ბლოგი
საუკუნის პერსონა, ბრენდ პერსონა, პერსონა-მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პერსონა-განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პერსონა-ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პერსონა-კულტურასა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პერსონა-სამოქალაქო და საჯარო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პერსონა-ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის, პერსონა-მედიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პერსონა-რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის – ეს ის ნომინაციებია, რომელიც გადაეცემა ბიზნეს, საჯარო და არასამთავრობო სექტორში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებს საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალზე 22 დეკემბერს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” პერსონა 2019-ზე
დაჯილდოებაზე წარდგენილია ტელე-რადიო კომპანია „საქართველოს ხმის Fm 107.9 -ის დირექტორი მამუკა კუჭავა, რომელიც პერსონა 2019 ტიტულს მიიღებს მედიის განვითარებასა და კულტურის ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის.
პროფესიით ფილოლოგი, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე: კინომსახიობთა თეატრის დირექტორის მოადგილედ, ტელეკომპანია „იბერვიზიის“ გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ, კინოსტუდია აჭარის დირექტორად, ხოლო 1996 წლიდან დღემდე გახლავთ ტელე-რადიო კომპანია „საქართველოს ხმის“ დირექტორი.
ტელე-რადიო კომპანია „საქართველოს ხმის“ მთელი გუნდი დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ ბ-ონ მამუკა კუჭავას დამსახურებულ ტიტულს
ინფორმაციისთვის:
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას დიპლომს მოჰყვება უნიკოდი, რომელიც აღიარებულია სახელმწიფოს მიერ
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცრემონია პერსონას ფარგლებში გამოდის კატალოგის პირველი ტომი სახელწოდებით “საქართველოს ოქროს სახელები”, რომლის მიზანია-“გააგრძელე შენი ისტორია”. მასში ავტომატურად შევლენ წარმატებული და აღიარებული პიროვნებები
პროექტის ბორდის თავჯდომარე: ინგა სიორიძე
პროექტის იდეის ავტორი და დირექტორი: იოსებ კავკავაშვილი