ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე: არ გამოვრიცხავ, რომ დამაკავონ

შვი­ლიშ­ვი­ლი შე­მე­ძი­ნა, უცხო­ე­თი­დან გა­ხა­რე­ბუ­ლი ჩა­მო­ვე­დი და ეს სი­ურპრი­ზი დამ­ხვდა, – ამის შე­სა­ხებ „თი­ბი­სი ბან­კის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, ელო­დე­ბა თუ არა, რომ და­ა­კა­ვე­ბენ, ხა­ზა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლაფ­რის­თვის მზად არის და არა­ვის ეში­ნია.

„მე არას­დროს არა­ფერს არ გა­მოვ­რი­ცხავ, მი­თუ­მე­ტეს იმ ქა­ოს­ში, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­შია სამ­წუ­ხა­როდ. რო­მე­ლიც არ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც არ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუყლი ხვა­ლინ­დელ დღე­ზე და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ერ­თმა­ნე­თის ჩა­ძირ­ვა­ზე, ჭო­რა­ო­ბა­ზე და მსგავს რა­ღა­ცებ­ზეა აწყო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კა, ამი­ტომ არა­ფერს არ გა­მოვ­რი­ცხავ. მზად ვარ ყვე­ლაფ­რის­თვის და ვე­რა­ვინ ვე­რა­ვის შე­ა­ში­ნებს. ამ ქა­ლაქ­ში გა­ვი­ზარ­დე და ძა­ლი­ან ბევ­რი რამე მი­ნა­ხავს, რომ ასე­თი შო­უ­ე­ბის­თვის გუ­ლის ფან­ცქა­ლი დაგ­ვე­წყოს. გუ­შინ ჩა­მო­ვე­დი, მინ­და გი­თხრათ, რომ ერთი ქარ­თვე­ლი და­ი­ბა­და, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი – სა­ხე­ლად ალექ­სან­დრე. უცხო­ეთ­ში ვი­ყა­ვი. გა­ხა­რე­ბუ­ლი ჩა­მო­ვე­დი და ეს სი­ურპრი­ზი დამ­ხვდა“, – გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები