ახალი ამბებიპოლიტიკა

მამუკა ბახტაძე – თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას

ჩვენივე ისტორია გვაძლევს მაგალითს, რომ თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას და ეს ასე მოხდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისათვის.

“დღეს არის უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში, საბჭოთა ოკუპაციის დღე. ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისათვის და დღესაც ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული. ჩვენივე ისტორია გვაძლევს მაგალითს, რომ თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას და ეს ასე მოხდება. ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას” – განაცხადა ბახტაძემ.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები