ახალი ამბებისამართალი

„მამიდას“-როენა ხუცურაულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

პროსტიტუციისთვის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულ როენა ხუცურაულს იგივე, “მამიდას” ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
შეგახსენებთ, რომ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემა ედებათ ბრალად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებული ამ დრომდე თავს დამნაშავედ არ გრძნობს და დუმილის უფლებას იყენებს.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები