ახალი ამბებიპოლიტიკა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში წერილი შეიტანა

პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტში წერილი შეიტანა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნასა და მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ის ხელისუფლებას არ ენდობა და დარწმუნებულია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მმართველი პოლიტიკური პარტია ხელს შეუშლის, მაგრამ მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა საზოგადოებამ გაიგოს, რომ მისი შვილი უდანაშაულო იყო.

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები