ახალი ამბები

მალაიზიაში, ტბაში ჩავარდნილი მოზარდის ძებნისას ექვსი მყვინთავი დაიღუპა

მალაიზიაში ტბაში ჩავარდნილი მოზარდის ძებნისას სამაშველო სამსახურის ექვსი მყვინთავი დაიღუპა. 17 წლის ბიჭი ტბაში თევზაობის დროს დაიკარგა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მაშველები მორევში მოყვნენ, რა დროსაც აღჭურვილობის ნაწილი დაკარგეს და ნაპირზე ამოსვლა ვერ შეძლეს.

ინციდენტი სელანგორის შტატში მოხდა. როგორც ადგილობრივი პოლიციის შერიფი აცხადებს, მყვინთავებს ყველა საჭირო აღჭურვილობა ჰქონდათ და ისინი უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით მოქმედებდნენ.

დაივერები წყალში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ვიდრე კოლეგები მათ ამოყვანას შეძლებდნენ. დაკარგული მოზარდის ძებნა კი, ამ დრომდე გრძელდება.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

ასევე იხილეთ

Close