ახალი ამბებიმსოფლიო

,,მაკრონის სისულელეს აუცილებლად გავცემთ შესაბამის პასუხს” – დონალდ ტრამპი საფრანგეთის პრეზიდენტს ემუქრება

დონალდ ტრამპი საკუთარი TWITTER-ის ოფიციალურ გვერდზე საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართ ავრცელებს განცხადებას, სადაც იგი ამბობს, რომ აშშ აუციელბლად უპასუხებს ემანუელ მაკრონის სულელურ ნაბიჯს ამერიკული ციფრული კომპანიების მიმართ მომსახურების გადასახადების დაწესების შესახებ.

,,საფრანგეთმა ეს-ესაა დააწესა ციფრული გადასახადი ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებზე. თუ ვინმეს შეუძლია გადასახადის დაკისრება, ეს უნდა იყოს მათი სახელმწიფო, აშშ. მაკრონის სისულელეს აუცილებლად გავცემთ შესაბამის პასუხს ჩვენი მხრიდან. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ამერიკული ღვინო ფრანგულზე უკეთესია ’’,- განაცხადა სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპმა.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, ბრუნო ლა მერის ინიციატივით კანონი შევიდა ძალაში საფრანგეთში არსებული ტექნოგიგანტი კომპანიების მიმართ გადასახადების დაწესების შესახებ. რეგულაციები ეხება ისეთ კომპანიებს, როგორიცაა APPLE, FACEBOOK,AMAZON, MICROSOFT.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები