მაია ცომაია

მაია ცომაიას საავტორო გადაცემა “პაციენტის დრო”

პაციენტის უსაფრთხოება და უსაფრთხოების ძირითადი ინდიკატორები
პაციენტის უსაფრთხოება გულისხმობს პაციენტის მიმართ სამედიცინო მომსახურებიდან გამომდინარე და მასთან დაკავშირებული შეცდომებისა და საზიანო ზემოქმედების პრევენციას. პაციენტის თავისუფლებას იმ არა აუცილებელი ზიანისაგან, რომელიც სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირდება.
პაციენტის უსაფრთხოება ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ხარისხის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და ამ ხარისხის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია!
მსოფლიოში პაციენტის უსაფრთხოებას უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. 1990 წლიდან ამ საკითხზე არაერთი კვლევა განახორციელა და მრავალი რეკომენდაცია შეიმუშავა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, რომლის მონაცემებითაც სამედიცინო შეცდომის გამო მსოფლიოში ყოველი ათი პაციენტიდან ერთი ზიანდება. აღნიშნულის გამო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პაციენტის უსაფრთხოებას ენდემურ პრობლემას უწოდებს. 2002 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის რეზოლუცია პაციენტის უსაფრთხოების შესახებ. აღნიშნულ ორგანიზაციასთან იმავე წლიდან არსებობს პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო ალიანსიც. ინტენსიური ღონსძიებები ხორციელდება ცალკეული რეგიონალური ორგანიზაციების დონეზეც.

 

 

 

 

თემა:
⁉️პაციენტის უსაფრთხოება და უსაფრთხოების ძირითადი ინდიკატორები
❓როგორ და რა ადგილი უჭირავს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობაში პაციენტის უსაფრთხოებას?
❓რასთან ასოცირდება პაციენტის უსაფრთხოების დარღვევა?
❓პაციენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებები
✅სამედიცინო საინფორმაციო ტექნოლოგია
✅გაიდლაინების გამოყენება
✅პაციენტების ცნობიერების დონისა და ჩართულობის ამაღლება

➡️სტუმარი
ირაკლი გოგოხია -ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი

აღნიშნული თემის გარშემო დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ დარეკონ პირდაპირ ეთერში 📞 0 790202303 , დასვან კითხვა ან გამოთქვან მოსაზრება, ასევე მოგვწერონ რადიო საქართველოს ხმა Fm 107.9 -ის ფბ გვერდზე

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები