მაია ცომაია

მაია ცომაიას საავტორო გადაცემა “პაციენტის დრო”

თემა:
👩‍🔬ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნური დაავადებები
👩‍🔬ციტოლოოგიის მნიშვნელობა ენდოკრინოლოგიაში
სტუმრები:
ეკა ბარაბაძე -ციტოლოგი, მედიცინის დოქტორი
ნათია ქათამაძე -ენდოკრინოლოგი

‼️როგორც ვიცით, კიბოს რეგისტრი საქართველოში 2015 წელს დაინერგა, რომელიც კიბოს გავრცელების შესახებ სრულ და უტყუარ ინფორმაციას აგროვებს. რეგისტრის ამოქმედებამდე საქართველოში კიბოს შესახებ მონაცემთა შეგროვება მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობდა.

ბოლო რამდენიმე წელია ქალებში რეგისტრირებულ კიბოს ახალ შემთხვევებს შორის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მეორე ადგილი უკავია.
მაგალითად, 2017 წელს ქალებში ავთვისებიანი სიმსივნის 4 937 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან პირველ ადგილზე სარძევე ჯირკვალია (1 541 შემთხვევა), მეორეზე კი ფარისებრი ჯირკვალი ( 721 შემთხვევა).
ფარისებრი ჯირკვალი ერთადერთი ლოკაციაა, სადაც 2015 წლიდან როგორც შემთხვევათა რაოდენობა, ასევე ინციდენტობის მაჩვენებელი მატულობს.
‼️უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი ავადობის უწყვეტი ზრდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვლინდება, თანაც ძირითადად შეეხება ქალთა პოპულაციაში

👥ასაკიც გაახალგაზრდავებულია
2017 წელს 25 წლამდე ახალგაზრდა გოგონებში რეგისტრირებული ფარისებრი ჯირკვლის 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (2015 წელს – 41, 2016 წელს – 50).
შედეგების მიხედვით, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირება ძირითადად დაავადების I სტადიაზე ხდება.

☑️რატომ გაიზარდა ფარისებრი კიბოს შემთხვევები, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ავადობის მატება?

☑️ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ?

☑️ფარისებრი ჯირკვლის რომელი დაავადებები ვლინდება ულტრაბგერითი გამოკვლევით? და რა შემთხვევები არ საჭიროებს დამატებით კვლევებს ?
☑️ დამატებითი კვლევების აუცილებლობა

➡️პუნქციური ბიოფსია
➡️ მიღებული მასალის ციტოლოგიური შესწავლა.

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები