ახალი ამბები

მაია კაკაბაძე  ხატვის ფედერაციას უხელმძღვანელებს 

ხატვის ფედერაცია ორგანიზებას გაუწევს გამოფენა კონკურსებს, მასტერკლასებსა და ვორქშოფებს ნებისმიერი მსურველისთვის

                              მაია კაკაბაძე  ხატვის ფედერაციას უხელმძღვანელებს 

მაია ცომაიას ბლოგი

მაია კაკაბაძემ – მხატვარმა,  საავტორო გადაცემა ” კონსტრუქციის” წამყვანმა, სამხატვრო სტუდია “არტ თაობის” ხელმძღვანელმა, ამჯერად ხატვის ფედერაციის დაარსებას ჩაუყარა საფუძველი .

ხატვის ფედერაცია ორგანიზებას გაუწევს გამოფენა კონკურსებს, მასტერკლასებსა და ვორქშოფებს ნებისმიერი მსურველისთვის.

 

ფედერაციაში გაწევრიანება შეუძლიათ ხატვის საბავშვო სტუდიებს, მოყვარულებსა და პროფესიონალებს. ფედერაციაში გაწევრიანებული თითოეული წევრი თუ სტუდია მიიღებს მონაწილეობას  ფედერაციის ეგიდით გამართულ კულტურულ ღონისძიებებში, გამოფენებსა და კონკურსებში
ფედერაციის მიზანია საბავშვო სტუდიებისთვის (პატარა ხელოვანებისთვის), მოყვარულთათვის და პროფესიონალთათვის აქტიური, განვითარებადი და საინტერესო გარემოს შექმნა

მაია კაკაბაძის მიზანია ხელოვნების ნებისმიერი სფეროს განვითარების, პრობლემების და პერსპექტივების ძიება,  სიღრმეებამდე წვდომა და გადაჭრის ხერხების ძიება, რომელსაც კარგად მოახერხებს საავტორო  გადაცემაში “კონსტრუქცია” 
როგორც გადაცემის წამყვანი, ასევე მოწვეული სტუმრები  მსმენელამდე მიიტანენ იმ სიახლეებსა და აქტივობებს, რომელიც მოეწყობა ფედერაციის ეგიდით.

Federation of arts ხატვის ფედერაცია

პს. რადიო საქართველოს ხმა FM 107.9 წარმატებას უსურვებს მაია კაკაბაძეს 

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები