ახალი ამბები

მაღაროელებთან შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მისვლას ხმაური მოჰყვა

ჭიათურაში მაღაროელების მოთხოვნების გასაცნობად შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი მივიდა, რასაც ხმაური მოჰყვა.

აქციის მონაწილეებმა ბექა ფერაძეს საუბრის საშუალება არ მისცეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. მათი თქმით, შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლებს მხოლოდ მაღაროს ტერიტორიაზე შეხვდებიან და აქამდე დეპარტამენტი მათი პირობებით არ დაინტერესებულა.

ბექა ფერაძის თქმით, მათი სამსახური ეტაპობრივად ამოწმებს მაღაროებში არსებულ ვითარებას, დღევანდელ ვითარების გასაცნობად კი ადმინისტრაციასთან შეხვედრას გეგმავს.

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს და მათ მოთხოვნებს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ უპასუხა. კომპანიის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ „ჯორჯიან მანგანეზისგან“ დასახელებული მოთხოვნების გადახედვის პირობა მიიღეს, დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე მაინც უარი განაცხადეს და მოთხოვნები შეცვალეს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული.

15 მაისს, საღამოს საათებში ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ მუშათა საერთო საცხოვრებლის 170-მდე თანამშრომელმა სამუშაო ადგილებზე გასვლაზე უარი განაცხადა. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები