ახალი ამბებიპოლიტიკა

„მადლობელი ვარ, რომ ასე სწრაფად მოხდა ჩვენი შეხვედრა“

მადლობელი ვარ, რომ ასე სწრაფად მოხდა ჩვენი შეხვედრა, ძალიან სწორია, რომ ასეთი ფორმით იყოს გადაბარება, – ასე მიმართა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

თავის მხრივ, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა.

„გილოცავთ ქალბატონო სალომე და გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას ჩვენი ქვეყნისა და სამშობლოს სასიკეთოდ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ავლაბრის სასახლეში შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს ავლაბრის რეზიდენციის ეზოში, პირადად მიეგება. სტუმრის დასახვედრად ეზოში წითელი ხალიჩა იყო გაშლილი.

წყარო: ipn.ge

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები