ახალი ამბებიმსოფლიო

Роскомнадзор-მა Google-ს მიტინგების რეკლამების აკრძალვა მოსთხოვა

Роскомнадзор-მა Google-ს მიტინგების რეკლამების აკრძალვა მოსთხოვა. კერძოდ, საუბარია ვიდეოჰოსტინგ Youtube-ზე ოპოზიციის მიერ განთავსებულ სარეკლამო გროლებზე, რომლების მეშვეობითაც ისინი მოსახლეობას სხვადასხხვა მასობრივ საპროტესტო აქციებზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ “ზოგიერთი ორგანიზაცია, რომელთაც გააჩნიათ Youtube არხები, ასევე ყიდულობენ შესაბამის სარეკლამო პროგრამებს, მათ შორის push-შეტყობინებას და მათი მეშვეობით ინტერნეტში უკანონო ღონისძიებებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ მოსახლეობას”.

Роскомнадзор-ი აცხადებს, რომ თუ Google მის მოთხოვნაზე რეაგირებას არ მოახდენს, იგი ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს, რადგან, ამ სახით ხდება “რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევა და რუსეთის დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის ხელის შეშლა.”

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები