ახალი ამბებისაზოგადოება

ლია მუხაშავრია – წინ გავიხედოთ, ბატონებო, რამდენად საშიშია უზნეო მოსამართლეებით დაკომპლექტებული სასამართლო, რომელიც მომავალ 4-5 პარლამენტს მაინც მოინელებს

მოსამართლეებმა სააკაშვილის დროს ჩადენილი დანაშაულებისათვის პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევა რომ მოახერხეს, შემდეგ მოუნდათ იმუნიტეტი სამიდღემშიოდ და სიკვდილამდე პრივილეგიების განაღდება, – ამის შესახებ „ ინტერპრესნიუსს” უფლებადამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციიის “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი” აღმასრულებელმა დირექტორმა ლია მუხაშავრიამ განუცხადა.

ლია მუხაშავრიას შეფასებით, მოხდა ის, რომ ყველასთვის მოულოდნელად, ალბათ, უფრო ეკა ბესელიასთვისაც მოულოდნელად, მოსამართლეთა „კლანი“ იმაზე მეტად „ყოჩაღი და შორსმჭვრეტელი“ აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს ეგონა.

„მოსამართლეებმა სააკაშვილის დროს ჩადენილი დანაშაულებისათვის პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევა რომ მოახერხეს, შემდეგ მოუნდათ იმუნიტეტი სამიდღემშიოდ და სიკვდილამდე პრივილეგიების განაღდება. მთავარია ივანიშვილთან შეათანხმო და დადო გარიგება, დანარჩენი ავტომატურად დაეთანხმება რასაც ზემოდან ეტყვიან. ისე კარგად გამოუვიდათ ეს ამბავი, რომ სრულიად მოულოდნელად მურუსიძე მსხვერპლად იქცა, ახლა „ნერგობაზე“ აქვს პრეტენზია, მაგრამ ამასობაში ამ „კლანს“ ეცოტავა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მანტია და უზენაესის მანტია მოუნდა. ვინ დაუშლიდა? ბესელიამ მოინდომა, მაგრამ რა გამოვიდა ამ საქმიდან, დღეს ყველა ვხედავთ.

ჰოდა, მინდა მავანს ვუთხრა – მოსამართლეთა კლანი უკვე საშიში ურჩხულია და შეიძლება ძალიან მალე თქვენვე გადაყლაპოთ, ფრთხილად!“

წინ გავიხედოთ, ბატონებო და ვიფიქროთ რამდენად საშიშია სამიდღემშიოდ გამწესებული უზნეო და უპრინციპო მოსამართლეებით დაკომპლექტებული სასამართლო, რომელიც მომავალ 4-5 პარლამენტს მაინც მოინელებს“, – აღნიშნა მუხაშავრიამ.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები