ახალი ამბები

ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს კორუფციაში ადანაშაულებს-16 მილიონიანი ქონება 1 ლარად

„ხრუშოვკების“ ჩანაცვლების პროექტს გამო ოპოზიციონერი ბატონი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს კორუფციაში ადანაშაულებს. ოპოზიცის ინფორმაციით, კახა კალაძემ მისი თანაპარტიელის, ირაკლი წულაიას კომპანიას დაახლოებით 16 მილიონის ქონება ერთ ლარად გადასცა. საუბარია, ვარკეთილში მდებარე ტერიტორიაზე.
„გაგიკვირდებათ და აღმოჩნდა, რომ ეს კომპანია არის „ქართული ოცნების“ დეპუტატ,ილია წულაიას, ვგულისხმობ „არქის“. ანუ კახი კალაძემ საკუთარ ძმაკაცს 16 მილიონი ლარის ქონება გადასცა ერთ ლარად. აქ ფაქტობრივად რამდენიმე დღეში მივიღებთ სამშენებლო პოლიგონს. საუბარია იმაზე, რომ ამ 16 მილიონი ლარის ქონებიდან სამი წლის თავზე 5 მილიონი ლარის ქონება უნდა დაუბრუნდეს დედაქალაქის მერიას. კალაძე ყველაფრიდან გაჭირვებული ადამიანების ხარჯზეც კი შოულობს დამატებით მილიონობით ლარს. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, როცა საუბარია იმაზე, რომ ვიღაცას დააკმაყოფილებენ, ეს მიწის ნაკვეთი რეალურად რომ გაეყიდათ და არა ერთ ლარად გადაეცათ დღესვე შეიძლებოდა არა 100-150 ოჯახის, არამედ სამჯერ უფრო მეტი ოჯახის დაკმაყოფილება.“-აცხადებს საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან ხაბეიშვილი.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები