ახალი ამბებისაზოგადოება

ლექცია – „დროებითი კბილების ანატომიური თავისებურებანი და მათი როლი ყბა-კბილთა სისტემის განვითარებაში“

24 სექტემბერს, ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, ნანა ყიფიანმა, წაიკითხა ლექცია – „დროებითი კბილების ანატომიური თავისებურებანი და მათი როლი ყბა-კბილთა სისტემის განვითარებაში“.

ლექციას ესწრებოდნენ: თსსუ-ის სტუდენტები და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები თავიანთ პედაგოგებთან ერთად.

ლექციაზე ასოცირებულმა პროფესორმა ნანა ყიფიანმა ისაუბრა ბავშვთა სტომატოლოგიაზე, სარძევე კბილების ანატომიურ თავისებურებებსა და მათ სწორ მოვლაზე. ფართოდ და აუდიტორიისთვის გასაგებად იყო წარმოდგენილი სხვადასხვა მიზეზი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ბავშვის ყბა-კბილთა სისტემის, ან რომელიმე სხვა ორგანოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე.

მოსწავლეები განსაკუთრებულად ჩაერთნენ პირის ღრუს ჰიგიენის საკითხების განხილვაში. ლექციამ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ ამ ლექციის შემდეგ პროფესია – სტომატოლოგი მათთვის სერიოზული ინტერესის სფერო გახდა.

ლექცია მნიშვნელოვანი იყო სტუდენტებისთვისაც – განხილული იყო პროფესიული დეტალები, რომელიც აუცილებლად გამოადგებათ სამომავლოდ.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები