ახალი ამბები

ლენტეხში ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩაერთვება

სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი.

„ურთულესი რელიეფის გამო ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს. არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი მთის ზედა საფარზე გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების აქტიური რეაგირების შედეგად ცეცხლი დიდ ფართობზე არ გადასულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მოახდინა დამატებითი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება. ადგილზე მობილიებულია დამატებითი ჯგუფები თბილისიდან, იმერეთის რეგიონიდა.

ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.

ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი.

მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება“, – წერია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები