ახალი ამბები

ლელა გვენეტაძის ნამუშევრები ვენეციაში, “Palazzo Zenobio”-ში გამოიფინება

მაია ცომაიას ბლოგი

   

    30 მარტს,  ვენეციაში “Palazzo Zenobio”-ში გაიხსნება ქართველ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, “ბიენალე”

გახსნაზე მიწვეულია იტალიაში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლები, ვენეციის მერი და იტალიის ხელოვნებათმცოდნეები. 

გამოფენის ორგანიზატორები ნატო დუმბაძე და მანანა გრატიაშვილი, აგრეთვე GIORGIO GRASSO-პროფესორი, კურატორი, კრიტიკოსი ხელოვნების დარგში.

გამოფენაზე იხილავთ  30-ზე მეტი ქართველი ხელოვანის ნამუშევრებს, მათ შორის ლელა გვენეტაძის ხელით ნაქარგ აბრეშუმების  ლენტებით გაზაფხულივით ფერად და სურნელოვან ყვავილებს. 

შეგახსენებთ,  ერთი წლის წინ გალერეა “ვაჩეში” გაიმართა  ლელა გვენეტაძის პერსონალური გამოფენა.  გალერეაში ნამდვილი გაზაფხულის სურნელი შეიგრძნო უამრავმა დამთვალიერებელმა. 

წარმატებებს ვუსურვებთ გამოფენაში მონაწილე ყველა ხელოვანს, განსაკუთრებით კი ლელა გვენეტაძეს. მომნუსხველია მისი თითოეული ნამუშევარი, რომელშიც იგრძნობა  სისუფთავე, სიმშვიდე, სულის  ჰარმონია  და მყუდროება.  

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები