ახალი ამბები

ლელა გვენეტაძის გაზაფხულივით ფერადი და სურნელოვანი სამყარო

ლელა გვენეტაძის ფერადი ლენტებით ნაქარგი ყვავილების სამყარო

 

 ლელა გვენეტაძის თითოეული ნამუშევარი თვეების განმავლობაში დიდი რუდუნებითა და სიყვარულით იქმნება. ამ ტექნოლოგიით შეუძლებელია მოკლე დროში შექმნა ისეთი სისუფთავე, სიმშვიდე, სიმყუდროვე და სულის ჰარმონია, როგორიც მის  შემოქმედებაში იგრძნობა.

წამატებებს ვუსურვებთ ქალბატონს, რომელსაც მომნუსხველი სამყარო აქვს შექმნილი და თავადაც მთლიანად ჩაკარგულია მასში. 

ერთი წლის წინ გალერეა “ვაჩეში” გაიმართა  ლელა გვენეტაძის პერსონალური გამოფენა.  გალერეაში ნამდვილი გაზაფხულის სურნელი შეიგრძნო უამრავმა დამთვალიერებელმა, მათ შორის მეც.  ახლაც კარგი დროა და მსურს კიდევ ერთხელ ვიმოგზაუროთ  აბრეშუმების ფერადი ლენტებით ნაქარგი  ყვავილების ლამაზ სამყაროში. 

 

 ლელა გვენეტაძე:

– რაც მეხსიერება მაქვს,  დედაჩემი სულ სილამაზის შექმნის სამსახურში იყო. თავად ქმნიდა ქალის სამოსის მოდელებს, სუფთა და ზუსტი შესრულებით ქარგავდა, ქსოვდა და კერავდა . ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ დედას მუშაობის პროცესში მე და ჩემი დაც აქტიურად ვიყავით ჩართული და უდიდეს სიამოვნებას ვიღებდით. ასე ყალიბდებოდა ჩემში გემოვნება, სიყვარული ხელოვნების მიმართ. ბავშვობიდანვე ვქსოვდი ქუდებს, შარფებს, ხელთათმანებს, მაისურებს, ვქარგავდი და ვხატავდი მოდელების ესკიზებსაც.

-ლელა,როდის და რატომ გადაწყვიტეთ ქსოვილებით, კონკრეტულად კი ლენტების საშუალებით ურთულესი და ულამაზესი კომპოზიციების შექმნა?

-დაახლოებით 9 წლის წინ ინტერნეტის საშუალებით წავაწყდი ხელით ნაქარგ მცირე ზომის ვარდს. სწორედ ამ დღიდან დაიწყო ჩემი ფორიაქი, დაუსრულებელი ინტერესი და ფიქრი, შემექმნა რაღაც განსხვავებული და მივაგენი მასალას , რომელიც დააკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნილებას, ეს ნაჭრის, ძირითადად აბრეშუმის ფერადი ლენტები იყო. ყოველდღე მომდიოდა ფანტაზიები, იდეები, კომპოზიციებსაც თავად ვადგენდი. დროთა განმავლობაში დავიხვეწე, განვვითარდი და გავთამამდი კიდეც. ფეისბუქი საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა ჩემი შესაძლებლობების გამოსავლენად, უფრო და უფრო მეტი პასუხისმგებლობა დამეკისრა, როდესაც მოეწონათ ჩემი ნამუშევრები, ითხოვდნენ ახალ ფოტოებსაც. უცხო ადამიანების შექება და მოწონება დიდი სტიმული გახდა ჩემი შემდგომი ნაბიჯებისთვის.

 

 

ნამუშევრების “ფანი”  მაია ცომაია 

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები