ახალი ამბები

ლადო გუდიაშვილის ნახატი eBay-ზე იყიდება

ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის ნახატი eBay-ზე იყიდება. ნამუშევრის ღირებულება 120 000 ამერიკული დოლარია.

ნახატი ზეთითაა შესრულებული და 1945 წლით თარიღდება. როგორც მფლობელს აქვს მითითებული, ნახატი „საქართველოს ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი“ იდეალურ მდგომარეობაშია.

ლადო გუდიაშვილი მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი იყო.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები