ახალი ამბებიმსოფლიო

კვიპროსის პრეზიდენტი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადისმა საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა. მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ბრიფინგის დროს საქართველო უსაფრთხო ქვეყანად აღიარა.
„კვიპროსი გააძლიერებს თავის მხარდაჭერას, საქართველოს დახასიათებას, როგორც დაცული სახელმწიფოსი“-განაცხადა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

ასევე, სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა. ქვეყნის მეთაურებმა შეხვედრაზე ორივე ქვეყანაში არსებული კონფლიქტების პრობლემებზე ისაუბრეს.

სალომე ზურაბიშვილმა ნიკოს ანასტასიადისს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ კვიპროსი მონაწილეობს საოკუპაციო ხაზთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

შეგახსენებთ, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ნიკოს ანასტასიადისი მეუღლესთან, ანდრი ანასტასიადისთან ერთად საქართველოს პირველი ვიზიტით 16 აპრილს ეწვია. ის ქვეყანაში 18 აპრილამდე დარჩება.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები