ახალი ამბები

კონსტანტინე გამსახურდია პროპორციული არჩევნების სისტემას დადებითად აფასებს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესაძლებლობას პოლიტიკური მოძრაობა ,,თავისუფლების“ თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია დადებითად აფასებს.
,,პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ნამდვილად მივესალმები. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ 2015 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა ფორმატებში. შეიძლება გამოჩნდნენ ოხუნჯები, რომლებმაც თქვან, რომ ერთკაციანი პარტიებისთვის არის ეს და მათი დასაცავი კანონი მზადდება. ასეთ ოხუნჯებს და მდარე იუმორით თავის შემქცევ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ კაციც არის და კაციც. ზოგი კაცებში წერია და ზოგი არა – ეს ერთი, მეორეც – ეს არ არის ერთკაციანი პარტიები, არამედ, ეს არის სახელმწიფო და ფინანსურ რესურსს სრულიად მოკლებული, ასე ვთქვათ, ერთლარიანი პარტიები და პოლიტიკურ ბერკეტებს მოკლებული იმის გამო, რომ ძალიან ხშირად ქვეყანაში, სხვადასხვა ეტაპებზე დაწყებული 1992 წლიდან, ბატონობს მაფიოზური ელემენტებით დომინირებული პოლიტიკური სისტემა. ამის გამო და რა თქმა უნდა, მასმედიურ მხარდაჭერას მოკლებული პარტიების დასაცავად თუ მართლაც იქნება კანონპროექტი, ამას რა სჯობს“, – აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები