ახალი ამბები

კომპანია „სვეტის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბრალი წარედგინათ

სამშენებლო კომპანია „სვეტის” დამფუძნებელს, გივი ჯიბლაძეს და დირექტორს, თორნიკე ჯანელიძეს ბრალი წარედგინათ. გამოძიება დაკავებულებს თაღლითური გზით დიდი ოდენობითთანხების მითვისება ედებათ ბრალად.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება 180-ე მუხლის მესამე ნაწილით (თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით). ამ ბრალდებით გივი ჯიბლაძესთან ერთად, კიდევ ერთი ხელმძღვანელია დაკავებული.

ადვოკატის განცხადებით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

კომპანია “სვეტის” დირექტორი გივი ჯიბლაძე 3 ოტქომბერს თავის სახლში დააკავეს.

ჯიბლაძის დაკავების შემდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან სამშენებლო კომპანია „სვეტის” დაზარალებულები მივიდნენ. მენაშენეები ითხოვენ, რომ კომპანიის დაკავებულმა ხელმძღვანელებმა წილები სხვა კომპანიას გადასცენ, რომელიც მშენებლობის დასრულებას შეძლებს.

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები